სამშაბათი, დეკემბერი 10, 2019
Home > შოუბიზნესი > Victoria’s Secret–ის ანგელოზები ოპერა გარნიეს სცენაზე და ბრენდის ტრადიციული საახალწლო ვიდეორგოლი

Victoria’s Secret–ის ანგელოზები ოპერა გარნიეს სცენაზე და ბრენდის ტრადიციული საახალწლო ვიდეორგოლი

867 ნახვა

სულ ცოტა ხნის წინ, სიყვარულის ქალაქმა წლის ყველაზე სექსუალურ მოვლენას უმასპინძლა. Victoria’s Secret–ის ჩვენება, რომელსაც მსოფლიო მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელის, 30 ნოემბერს პარიზის ოპერა გარნიეში გაიმართა. ყოველწლიური ტრადიცია არც ახლა დარღვეულა და ჩვენებას ისეთი ცნობილი მომღერლები ამშვენებდნენ, როგორებიც არიან ბრუნო მარსი, ლედი გაგა და The Weeknd. Victoria’s Secret–მა მომხმარებელს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და ტრადიციული ვიდეორგოლი ისევ შემოგვთავაზა. ყოველწლიური საახალწლო ვიდეორგოლი ამჯერადაც განსაკუთრებული და საოცრად სექსუალური გამოვიდა. ადრიანა ლიმამ, ალესანდრა ამბროსიომ , ლილი ადრიჯმა და სხვა მოდელებმა, ბრენდის უცვლელი შტრიხით, ანგელოზის ფრთებით პარიზის ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი შენობა მთლიანად დაიპყრეს და დაჩრდილეს კიდეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *