ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2019
Home > oops სიახლეები > ყველგან შენ გარშემო – “საირმე მინერალ ვოთერს”-ის ახალი კამპანია

ყველგან შენ გარშემო – “საირმე მინერალ ვოთერს”-ის ახალი კამპანია

768 ნახვა

საირმე ცდილობს გააფართოოს მიწოდების არეალი და გაჩნდეს “ყველგან, ჩვენ გარშემო”, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საკუთარ მიზნებსა და ხედვას “საირმე მინერალ ვოთერს”-ის მარკეტინგის გუნდმა თავი ერთ ფოტო-პროექტში მოუყარა, რომელშიც არჩილ სოლოღაშვილი და მანიკა ასათიანი მონაწილეობენ. იდეის ავტორი და შემსრულებელი დიზაინერი ალექსანდრე სააკაშვილია.
ფოტო-პროექტი რამდენიმე დატვირთვას ატარებს. მათ შორისაა ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია. “საირმე მინერალ ვოთერს”-ში ამბობენ, რომ კამპანიის სრულ ვერსიას საზოგადოება გაზაფხულზე იხილავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *