სამშაბათი, დეკემბერი 11, 2018
Home > oops სიახლეები > facebook შექმნის ისტორია და ფილმი

facebook შექმნის ისტორია და ფილმი

377 ნახვა

 

ფეისბუქი, ან როგორც საქართველოში ვეძახით ფაცებუკი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელია, ის 2004 წლის 4 თებერვალს შეიქმნა, არის კომერციული, მულტიენოვანი საკონტაქტო საშუალება, რომელსაც 2016 წლის მონაცემებით თვეში 1,71 მილიარდი ადამიანი მოიხმარს თვეში, მისი სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, მენლო-პარკში მდებარეობს, დღეისთვის მისი მფლობელები არიან მარკ ცუკენბერგი – იდეის ავტორი და შემქმნელი, გენერალური დირექტორი ( CEO ), შერილ სენდბერგი – აღმასრულებელი დირექტორი ( COO ) და დევიდ ებერსმანი – ფინანსური დირექტორი ( CFO ). საიტის ავტორების სიაში მითითებული არიან მარკ ცუკენბერგი, ედუარდო სავერინი, დასტინ მოსკოვიცი და კრის ჰიუსი. წლიური ბრუნვა 18 მილიარდი დოლარია წელიწადში, ხოლო წლიური სუფთა მოგება 3.7 მილიარდი (2016 წლის მონაცემებით)

წარმატების ისტორია ბანალურია, იჯდა მარკ ცუკენბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტში და ფიქრობდა გართობაზე, (ფილმის შინაარსის მიხედვით) ალბათ ძნელია როდესაც გენია ხარ, ფილმში მარკის რთული ხასიათი, წარმატებისთვის დაჟინებული ბრძოლა და მეგობრებთან კონფლიქტი არის ასახული, როგორ გახდა ჰარვარდის ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი?! ყველაფერი გენიალური მარტივიაო ამბობენ, ხოდა ჩვენც დავეთანხმოთ, მან უბრალოდ შეისწავლა თანამედროვე საზოგადოება, მისი მოთხოვნები – რა უნდა სტუდენტს, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე მხოლოდ სწავლით არის დაკავებული და გართობისთვის დრო არ რჩება? – რათქმნა უნდა გართობა, ურთიერთობა და ეს ყვეალაფერი სწავლასთან შეთანხმებით, იდეა უბრალოა, როგორ გავერთოთ სახლიდან გაუსვლელად? როგორ გავიგოთ ადამიანზე ინფორმაცია ისე რომ მან ეს ვერ გაიგოს? – სოციალური ქსელის საშუალებით<

თავიდან საიტს ერქვა Thefacebook და მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებზე იყო გათვლილი, მაგრამ გაფუჭებულმა ტელეფონმა თავისი საქმე ქნა, ვიღაცამ თავის მეგობარს უთხრა ამ საიტის შესახებ, იმან თავის მეგობარს და დღეს მსოფლიომ იცის მის შესახებ, ფეისბუქი შედის მსოფლიოში ყველაზე მონახულებად საიტების ხუთეულში, 24 საათის განმავლობაში 720 მილიონი ადამიანი არის აქტიური ამ გვერძე,

ამ ისტორიაზე დაყრდნობით 2010 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო ფილმი “სოციალური ქსელი” რომელიც წარმატების ისტორიაზე დაყრდნობილ საუკეთესო ფილმებში შედის,

[huge_it_video_player id=”2″]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *