873 ნახვა
ეროვნული ვალუტის კურსი თითქმის ყოველ წუთს იცვლება. დოლართან მიმართებაში 1 ლარის ღირებულება კერძო ბანკებში ბოლო 2 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.ყველაზე მაღალი კურსით დოლარს “ბანკი რესპუბლიკა” ყიდის და მისი ფასი აქ 2.68 ლარია. “ბაზისბანკში” ერთი დოლარის ღირებულება 2.66 ლარია , “ქართუ ბანკში” კი 2. 64. “თი ბი სი” ბანკი 1 აშშ დოლარს 2.65 ლარად ყიდის. “ლიბერთი ბანკში” კი მისი ფასი 2. 66 ლარია. “საქართველოს ბანკში” 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.66 ლარია.
ეროვნული ბანკის კურსით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და დღეს მოქმედებს, ერთი დოლარი 2.5352 ლარი ღირს
წყარო: pirveliradio.ge