სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > oops სიახლეები > ჯგუფი აეროსმიტი მაისში საქართველოს ესტუმრება

ჯგუფი აეროსმიტი მაისში საქართველოს ესტუმრება

523 ნახვა

ლეგენდარულმა ჯგუფმა აეროსმიტმა განაცხადა 2017 წელს ევრუპის ტურის დაწებაზე,  ტურს Aero-Vederci Baby ერქმევა, და სწორედ ამ ტურის ფარგლებში ეწვევა ჯგუფი საქართველოს, კონცერტი 20 მაისს გაიმართება ქალაქ ბათუმში, Black Sea Arena-ზე. ტური სტარტს აიღებს 2017 წლის 17 მაისს, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში და დამთავრდება 5 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. ევროპის ტურის თარიღები ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აეროსმიტმა დაამთავრა სამხრეთ ამერიკის ტური.

ჯგუფის სოლისტი სტივენ ტაილერი ამბობს: “ აეროსმიტმა ეხლახანს დაამთავრა თავისი სამხრეთ ამერიკული ტური, როგორც ნამდვილმა როკის ამბასადორებმა. ჯგუფი ეხლა არის შეუჩერებელი და ევროპაში, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც ყველაზე კარგად ვაკეთებთ – მუსიკას მივცემთ ნებას რომ თქვას თავისი სათქმელი, ვიცხოვროთ ზღვარზე და “გავაჯაზებთ” კიდევ ერთი დღეს.”

ჯგუფის გიტარისტი ჯო პერი : ” უკვე სამი წელია რაც ევროპაში ტური არ გვქონია, და მთელი ჯგუფის სახელით შემიძლია ვთქვა რომ, ერთი სული გვაქვს როდის ჩამოვალთ ევროპაში, და გავახურებთ ევროპას ჩვენი გამოსვლებით. ჩვენს ბოლო ტურში სამხრეთ ამერიკაში ვმუშაობდით ყველა ცილინდრზე, და ვერ ვხედავ მიზეზს ეხლა რატო უნდა გავჩერდეთ.”

ბილეთების გაყიდვა Aero-Vederci Baby  ტურის დაიწყო 18 ნოემბერს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *