სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > oops სიახლეები > კაცი რომელმაც CIA-ს კლასიფიცირებული ინფორმაცია გაასაჯაროვა

კაცი რომელმაც CIA-ს კლასიფიცირებული ინფორმაცია გაასაჯაროვა

604 ნახვა

ედვარდ ჯოზეფ სნოუდენი – დაიბადა 1983 წლის 21 ივნისს, ჩრდილოეთ კაროლინაში. კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს ამერიკელი სპეციალისტი. 2004 წელს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა. სურდა, რომ სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო, მაგრამ საწვრთნელი მომზადების დროს ტრამვა მიიღო და ვერ შეძლო სამხედრო კარიერის გაგრძელება.

გახლავთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი თანამშრომელი და კონტრაქტორი, ამ დროს მას წვდომა ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოების დიდი რაოდენობით დოკუმენტებთან. 2009 წელს მან მუშაობა Dell-ში დაიწყო, რომელიც მთავრობისთვის კომპიუტერული მომარაგებით იყო დაკავებული. არის ვარაუდები, რომ მან საიდუმლო ინფორმაციების უმეტესი ნაწილი სწორედ Dell-ში მუშაობისას მიიღო. 2013 წელს მან მუშაობა კომპანია Booz Allen-ში დაიწყო, რომელიც აშშ-ს სამხედრო ბაზაზე კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებდა. სნოუდენმა ამავე წელს შეერთებული შტატების კლასიფიცირებული ინფორმაცია გაასაჯაროვა, ეროვნული უშიშროების სააგენტოს (NSA) ნებართვის გარეშე. მან გამოააშკარავა არაერთი სათვალთვალო პროგრამა რომელიც იმართებოთა (NSA)-სა და Five Eyes Intelligence Alliance -ის მიერ, ისინი აკონტროლებდნენ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს და უთვალთვალებდნენ ევროპულ მთავრობებს. აშშ-ს მთავრობა ინფორმაციის მისაღებად იყენებდა ისეთ ინტერნეტ კომპანიებს როგორებიცაა : GOOGLE, YOUTUBE, FACEBOOK, TWITTER და ა.შ. ინფორმაციას პირდაპირ ამ კომპანიების სერვერებიდან იღებდნენ, მსოფლიო მასშტაბით ნებისმიერი ადამიანის თვალთვალი შეეძლოთ. ამ ყველაფრის გამოაშკარავებით საზოგადოების უმეტესობა თვლიდა, რომ ის ისტორიაში შევიდოდა იმ კაცის სახელით, რომელმაც მთავრობის ბნელი საქმიანობა გამოააშკარავა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ის მოღალატედ შერაცხა.

ევარდ სნოუდენი დღემდე თავისუფალია, მან თავშესაფარი რუსეთში მიიღო. ის სულაც არ თვლიდა თავს დამნაშავედ, ამიტომ ვერც იმის საჭიროებას ხედავდა, რომ ათასობით საიდუმლო ინფორმაცია ანონიმურად გაემჟღავნებინა.

„ არ მინდა ვცხოვრობდე სამყაროში სადაც ყველაფერს რასაც ვამბობ, ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ყველა ვისთანაც ვლაპარაკობ, ყველა შემოქმედებითი გამოხატულება და სასიყვარულო ან მეგობრული ურთიერთობები იწერებოდეს” – წარწერა, რომელიც სნოუდენის საიტზე შესვლისას პირველი შეგხვდებათ.

მისი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა ადამიანს ებადება შეკითხვა – ეს კაცი გმირია თუ მოღალატე? თუ გავაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ მას ეყო გამბედაობა და უღალატა ისეთ ზესახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და ამასთანერთად თავშესაფარი მიიღო მაინცდამაინც ისეთ ზესახელმწიფოში, როგორიც რუსეთია… უამრავი კითხვისნიშანი ჩნდება -შეძლებდა უბრალო ადამიანი აშშ-ს ათასობით კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებას, სხვა ქვეყნის დახმარების გარეშე? – მართლაც ასეთი გაბედულია, რომ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო სამართლიანობის აღსადგენად, რომელის აღდგენაც საეჭვოა, – არის მსიფლიოსთვის იმის საფრთხე, რომ ეს ადამიანი ისეთი ქვეყნის ხელში ჩავარდა როგორიც რუსეთია? -იყენებს დღესდღეობით რუსეთი სნოუდენის გონებრივ რესურსს? კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია.
შესაძლოა ედვარდ სნოუდენი უბრალოდ ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც საკუთარი ღალატი კარგად შეფუთა, ისტორიაში დარჩა ბევრისთვის გმირად, ბევრისთვის კი მოღალატედ.

2016 წელს გამოვიდა ფილმი Snowden, რომელიც სრულიად რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა.

სნოუდენის საიტის ლინკი >> https://edwardsnowden.com/

წყარო: en.wikipedia.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *