ორშაბათი, დეკემბერი 16, 2019
Home > რეკლამა > უფასო განათლების ფასი

უფასო განათლების ფასი

868 ნახვა

i  განათლება საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ფორმირების პროცესში, ჩვენ ცნობიერ ცხოვრებას სწორედ განათლების მიღების პროცესში, სკოლაში სწავლისას ვიწყებთ, ზოგი გადაწყვეტს რომ 9 კლასში ყველაფერი უნდა დასრულდეს და მომავალში მხოლოდ მუშაობა სურს, ან ოჯახის შექმნა, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და აქ სწორი და არასწორი არჩევანი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც განათლება ცხოვრების აზრად მიაჩნიათ, სწორედ ასეთებს შეეხებათ ჩემი დღევანდელი ჩანაწერი.

საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო სრულიად აფინანსებს პროფესიულ კოლეჯში სწავლის საფასურს, თქვენ სრულიად უფასოდ, მხოლოდ მონდომების ფასად შეგიძლიათ გახდეთ ფოტოგრაფი, დიზაინერი, კულინარი, კონდიტერი, პროგრამისტი თუ თმის სტილისტი, მაგრამ რა დაგიჯდებათ ეს მონდომება?! კონკურენცია საკმაოდ დიდია, 200 ადამიანიდან მხოლოდ 20 არჩევენ, თუმცა შემოდგომი დასაქმების შანსიც მაღალია, შეგიძლიათ ისწავლოთ სასურველი პროფესია ნებისმიერ ასაკში და დასაქმდეთ შერჩეული კოლეჯის დახმარებით ან შექმნათ ინდივიდუალური საწარმო, სისტემას რა თქმა უნდა აქვს თავისი მინუსები, მოცემული წლიდან სწავლების პერიოდი გაიზარდა და თქვენთვის საოცნებო პროფესიამდე წელიწადნახევარი, ზოგჯერ კი ორი წელიც გჭირდებათ, რას აძლევს ეს სახელმწიფოს?! – უბრალოდ უფრო დიდი ხნით ეყოლება რიგითი უმუშევარი დაკავებული და ნაკლები მაჩვენებელი ექნება ამ კუთხით, სამწუხაროდ სწავლის და მუშაობის შეთავსება ძნელია, მაგრამ თქვენ ოფიციალურად გენიჭებათ სტუდენტის სტატუსი და თუ სახელმწიფოს მიერ ვერა თვითდასაქმებით მაინც შეძლებთ ცხოვრებას.

უფასო განათლება მუდამ მიმზიდველია მათთვის ვისაც ამის სურვილი აქვს, თუმცა არ არის ყოველთვის ხელსაყრელი, იქნება ეს მისაღები ადგილების სიმცირე თუ კოლეჯის ადგილმდებარეობა, აქვე უნდა ავღნიშნოთ ერთი საკმაოდ საინტერესო პრობლება, რომელიც განათლების სამინისტროს გამორჩა ან დაავიწყდა, თუ თქვენ დაამთავრეთ 9 კლასი, განათლების საბაზო საფეხური, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ პროფესიული მიმართულების მე-3 და მე-4 საფეხურზე, მაგრამ თუ პროფესიული პროგრამა გულისხმობს შემდგომ მე-5 საფეხურს თქვენ აუცილებლად მოგთხოვენ 12 კლასის ატესტატს, შესაბამისად მოგიწევთ უკან – სკოლაში დაბრუნება, რაც ჩემი  აზრით არ არის სწორი, თუმცა პროფესიული განათლების ბოლო საფეხური თავისი სტატუსით უსწორდება ბაკალავრიატის დიპლომს, რაც შემდგომი განათლების საშუალებას იძლევა მაგისტრატურაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *