ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > ავტო > #1 ყველგანმავალი! JEEP-ის ცენტრის საახალწლო აქცია და საჩუქრები

#1 ყველგანმავალი! JEEP-ის ცენტრის საახალწლო აქცია და საჩუქრები

745 ნახვა

ჯიპის შესაძლებლობები უსაზღვროა! მასში არის გაერთიანებული, როგორც უგზოობის შესაძლებლობები, ასევე ქალაქში სამოძრაოდ აუცილებელი მაქსიმალური კომფორტი და სირბილე. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ბრენდის ისტორია, რომლის სიმძლავრისა და აგებულების გამო ყველა მსგავს ავტომობილს “ჯიპს” ვუწოდებთ, 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ხოლო “ნამდვილი” ჯიპი არის „Jeep” ემბლების/ლოგოს მატარებელი ავტომობილი. რა შეუძლია ჯიპს? – ზუსტად ამ კითხვაზე პასუხიდან გამომდინარეობს ის აღიარება და პოპულარულობა, რაც ბრენდმა მოიპოვა. Jeep Compass-ი Jeep-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ავტომობილს შენარჩუნებული აქვს ჯიპის კლასიკური სტილის დიზაინი და მას პატარა გრანდ ჩეროკსაც კი უწოდებენ.

საახალწლო აქციის ფარგლებში, 18 ნოემბრიდან, 18 იანვრამდე JEEP Compass-ის სრული კომპლექტაციით შეძენა საუკეთესო ფასად – 17,900 ევროდ არის შესაძლებელი, პირველადი 10%-იანი შენატანით და 0%- იანი განვადებით. შენაძენს საჩუქრად მოყვება ზამთრის საბურავები და უფასო სერვისი მთელ 5 წლიან საგარანტიო პერიოდზე. Jeep – #1 ყველგანმავალი!

JEEP Compass Limited-ს აქვს 2,4 ძრავი და 172 ცძ, ჯიპის 4X4 – ზე სისტემა (მძლავრი, ძლიერი ძრავი), ჯიპის 4X4-ზე სისტემა: Freedom Drive I.

რა არის Freedom Drive I? ეს სისტემა ხასიათდება ელექტრო რეგულირებადი დაწყვილებით, რომელიც მიბმულია უკანა დიფერენციალზე. სისტემა უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საბურავის სავალ ზედაპირზე მოდების კონტროლს და ავტომატურად გადააქვს ბრუნი იმ ხიდზე, სადაც მეტია მოჭიდება. მაგალითად, სწორ გზაზე მოძრაობისას, საერთოდ არ გადააქვს ბრუნები უკანა ხიდზე და გადააქვს ოპტიმალური პროპორციით, როდესაც წინა თვლების მოჭიდება მცირდება (რადგან მუდმივად არ აქვს დატვირთვა ორივე ხიდზე, ამიტომ იზოგება საწვავის მოხმარება), სისტემაში ინტეგრირებულია ელექტრონული ბლოკირება და უგზოობისას აქტიურდება დადაბლების რეჟიმი ნელი სვლით  56კმ/სთ-მდე გადაადგილებისას. სისტემა გათვლილია, როგორც ნორმალურ პირობებში მოძრაობისთვის, ასევე დატბორილ, მოყინულ, ხრეშიან , ტალახიან  გზებზე და უგზოობის რეჟიმში გადასაადგილებლად.

ჯიპ კომპასით შეგიძლიათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა ჯიპის გამოცდილი და ცნობილი 4X4 -ზე სისტემის დამსახურებით.

jeep coverავტომობილი აღჭურვილია:

  • 6 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით
  • შავი პრემიუმ ხარისხის ტყავის სალონით (მაქსიმალურად რბილია და მაღალი ხარისხის ტყავითაა დამუშავებული ინტერიერი, რომელიც ამავდროულად, ქმნის უსაფრთხო გარემოს მგზავრებისთვის )
  • წინა სავარძლების გათბობა
  • 6,5 ‘’ სენსორული მონიტორი
  • მედია ცენტრი CD/DVD/MP3 (მაღალი ხარისხის ჟღერადობა, 28 GB – ვინჩესტერი ინტეგრირებულია მედია ცენტრში, არის შესაძლებლობა სურათების, ფილმების მუსიკების ჩაწერის, რომელიც დამახსოვრებული იქნება სისტემაში)
  • საჭეზე განლაგებული მართვის ღილაკები
  • ხმოვანი ბრძანების შესრულება, ინტეგრირებული ბლუთუზ სისტემით
  • ინტეგრირებული ტელეფონის ფუნქცია
  • კლიმატკონტროლი (მძლავრია და წამებში ხდება ტემპერატურის ცვლილება)
  • 18’’ ალუმინის დისკები
  • 6 უსაფრთხოების ბალიში (ავტომობილს უმაღლესი შეფასებები აქვს ამერიკის უსაფრთხოების შემფასებელ – შეჯახების ტესტებში)
  • უკანა ხედვის კამერა

კომპასი არის კარგად მანევრირებადი, მდგრადი (კარგი დგომა აქვს), კომფორტული და რბილი მოძრაობისას (ჯიპის დაკიდების სისტემის დამსახურებით)  და ყველაზე ეკონომიური ჯიპი ჯიპის მარკის ავტომობილებში – 10 ლიტრი საწვავის მოხმარება 100კმ-ზე.

საქართველოში ჯიპის ცენტრი ბელიაშვილის ქუჩაზე, 191-ში მდებარეობს. ჯიპის ცენტრი სერვისის კუთხითაც სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. მომხმარებელს შეუძლია, ცენტრიდან გაუსვლელად, რამდენიმე საათში გაიყვანოს ავტომობილი. ადგილზე ხორციელდება განვადებისა და გადაფორმების სერვისებიც.

დამატები ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: www.jeep.ge 

[R]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *