Home > ვიდეო > ანონიმუსი დონალდ ტრამპს მიმართავს

ანონიმუსი დონალდ ტრამპს მიმართავს

597 ნახვა

ინტერნეტ ჰაკტივიზმის გაერთიანება ანონიმუსი იუთუბის არხზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.
ვიდეორგოლი, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდა, აშშ-ის ერთ-ერთი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საჯარო გამოსვლით იწყება და ანონიმუსის ერთ-ერთი აქტივისტის საუბრის ჩანაწერით გრძელდება.
“კიდევ რამდენი ომი უნდა დაიწყოს? რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს? საკმარისია, ეს სტრატეგიული ომი უნდა შეწყდეს.
ეს თამაში არაა და გამარჯვებულები არ არსებობენ. თქვენი მარიონეტული ომების დრო წავიდა, ეს ახლავე უნდა დაასრულოთ თუ ამ მესიჯს არ მოისმენთ, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია…
მილიონობით ადამიანი მოკვდება და ეს თქვენი – ე.წ. ლიდერების – არაკომპეტენტურობის გამო მოხდება…
ერთად უნდა დავდგეთ და ვაჩვენოთ, რომ არ დავუშვებთ, ამ ტყუილსა და დაუსრულებელ თამაშებში პაიკები არ ვიქნებით. მომავალი ჩვენს ახლანდელ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული…
ეს თქვენი შანსია, რომ ცვლილებები განახორციელოთ და მშვიდობა პირად ინტერესებზე წინ დააყენოთ. შეცვალოთ და გადააკეთოთ ეს სტატუს კვო. ეს თქვენი შანსია, რომ ნამდვილად დიდებული რამ გააკეთოთ. ჩვენ ანონიმუსი ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ არ ვპატიობთ და არ ვივიწყებთ. გველოდეთ.” – ნათქვამია ანონიმუსის ერთ-ერთი წევრის ვიდეომიმართვაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *