სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > sms-ი მიცვალებულისგან,საინტერესო ფაქტები

sms-ი მიცვალებულისგან,საინტერესო ფაქტები

549 ნახვა

ბრიტანეთის ქალაქ ლანკაშირის მაცხოვრებელი აცხადებს რომ გამუდმებით იღებს მესჯებს მეუღლისაგაც, რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა.

59- წლის ფრენკ ჯონსმა სახლი სადაც ის ცხოვრობს 1996 წელს იყიდა. ის  მეუღლესა და შვილთან ერთად იმ წელსვე გადავიდა ლანკაშირში საცხოვრებლად. როგორც ფრენკი აცხადებს მას შემდეგ სახლში უცნაური ამბები ხდებოდა. ნივთების გადაადგილება, ხმაური და ძილში საბნების გადაძრობა ჩვეული მოვლენა გახდა.
როგორც იმ სახლის მეზობლები იხსენებენ, წინა მფლობელები აქედან სწორედ ამიტომ გადავიდნენ. ისინი მეზობლებთან ხმაურის გამო ჩიოდნენ და აცხადებდნენ, რომ გამუდმებით ესმოდათ ვიღაცის სუნთქვა. ჯონსი ამ სახლის შეძენისას დარწმუნებული იყო, რომ ხმები პოლტერგეისტის შესახებ უბრალოდ მითია. მას ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა შემთხვევით და სახლი იაფად ეყიდა. აქ გადმოსვლის შემდეგ ჯონსების ოჯახის წარმოდგენა შეიცვალა.
2002 წელი ფრენკისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. მან ჯერ 32 წლის შვილი დაკარგა, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა და 3 თვის შემდეგ 69 წლის მეუღლეც. ცოლის დასაფლავების შემდეგ ჯონს იმ სახლში მისვლა აღარ სურდა, რომელიც გარდაცვლილ ოჯახის წევრებს აგონებდა. ამიტომ იმ დღეს სახლში არ მისულა. სწორედ მაშინ მოხდა ერთი უცნაური ფაქტი. ფრენკის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. მან აღება ვერ მოასწრო თუმცა შემოსულ ზარებში საკუთარი სახლის ტელეფონის ნომერი ამოიცნო მაშინ, როცა შინ არავინ იმყოფებოდა.
როგორც ჯონსი ამტკიცებს მისი მეუღლე გამუდმებით წერს სმს-ებს. მის ტელეფონზე ისეთი ტექსტები მისდის, რომელიც მხოლოდ მისმა მეუღლემ იცოდა. შემოსული მესიჯებით ნომრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *