ხუთშაბათი, ოქტომბერი 18, 2018
Home > oops სიახლეები > სენსაციური მოლოდინი: მესიმ შესაძლოა ბარსელონასთან ქონტრაქტი არ გააფრმოს

სენსაციური მოლოდინი: მესიმ შესაძლოა ბარსელონასთან ქონტრაქტი არ გააფრმოს

232 ნახვა

როგორც ესპანური გამოცემა, “Marca” იუწყება, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, ლიონელ მესი დაკარგოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ გადაწყვიტა “ბარსელონასთან” კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა, რომლის მიზეზიც ჯერაც კი არ სახელდება.

განსაკუთრებით გასაკვირი ისაა, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2016 წელს მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი თუ სად აპირებს “ბარსელონას” ვარსკვლავი წასვლას, თუმცა ყველაზე მეტად, ანალიტიკოსები არგენტინელის ინგლისში გადაბარგებას მოელიან.

წყარო: http://footballnews.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *