Home > საიხლეები > დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთ დოლარად იმუშავებს – „არ ვაპირებ ხელფასი ავიღო“

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთ დოლარად იმუშავებს – „არ ვაპირებ ხელფასი ავიღო“

669 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის თეთრ სახლში სიმბოლურად – ერთ აშშ დოლარად იმუშაოს.

ტრამპის განცხადებით, ის უარს ამბობს საპრეზიდენტო ანაზრაურებაზე.

„მე არ ვაპირებ ხელფასი ავიღო“,- განაცხადა ტრამპმა CBS-სთან ინერვიუში.

ინტერვიუს ნაწილს Associated Press ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ანაზღაურება წელიწადში 400 000 აშშ დოლარია. 

დონალდ ტრამპის თქმით, მას ერთი დოლარიც ეყოფა.

„ვფიქრობ, კანონის შესაბამისად, როგორც მინიმუმ ერთი აშშ დოლარი უნდა ავიღო. ამიტომ, წელიწადში ერთ დოლარს ავიღებ“,- განაცხადა ტრამპმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *