Home > საიხლეები > დამუხრუჭების მანძილი იზრდება! – გვაფრთხილებს BMW–ს მოძრავი ბილბორდი

დამუხრუჭების მანძილი იზრდება! – გვაფრთხილებს BMW–ს მოძრავი ბილბორდი

702 ნახვა

Winter is Coming! BMW-მ ზამთრისთვის მზადება დაიწყო და მომხმარებელს ორიგინალურად შეახსენა, რომ ცივი სეზონი ახლოვდება. ამ რეკლამისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, მოძრავი ბილბორდი შეიქმნა.

თვალსაჩინოებისთვის, შუქნიშანთან დამონტაჟებული ბილბორდი წითელ შუქზე რამდენიმე მეტრით უკან იხევს. მძღოლები და მგზავრები მხოლოდ ამის მერე აკვირდებიან წარწერას, რომ დამუხრუჭების მანძილი მოყინულ გზაზე მეტია, მითუმეტეს, საზაფხულო საბურავებით. ბუნებრივია, ეს შეხსენება მხოლოდ BMW–ს მარკის ავტომობილებისთვის არაა. დროა, ჩვენც გავითავლისწინოთ ეს რჩევა, მითუმეტეს, რომ ცივ და ნალექიან ზამთარს გვპირდებიან.

 

რეკლამაზე სააგენტო  AIR–მა იმუშავა.
წყარო:marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *