ორშაბათი, ნოემბერი 18, 2019
Home > ქუთაისი

ქუთაისის მერიამ მოქალაქეებს უფასო ინტერნეტი გაუთიშა

ქუთაისში არსებული უფასო wifi სახელწოდებით kutaisi loves you რამდენიმე თვეა გათიშულია. როგორც ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, wifi ხარვეზით მუშაობდა, რის გამოც მისი გათიშვა მოხდა. აქვე იმასაც აცხადებენ, რომ იგეგმება აღდგენა, თუმცა რა ვადაში, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და ქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს უფასო wi-fi-თ სარგებლობა 2016 წლის ივლისიდან შეეძლოთ.

დაწვრილებით

ქუთაისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

რუსთაველის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მოპირკეთდა ტროტუარები და მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელი. ასევე, გადაიბელა გამზირზე არსებული ჭადრის ხეები და შეიწამლა სპეციალური ხსნარით.  ტროტუარსა და გზას შორის დაიგო ბუნებრივი ბალახი. მოეწყო საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები და დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელები.  სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. topnews.com.ge

დაწვრილებით

რა იცვლებაა ქუთაისში საავტომობილო გზებზე-ინფორმაცია მძღოლებისათვის

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეუზღუდავად შეძლებენ. ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რაც მანქანების მოძრაობას ხელს არ შეუშლის. სამარშუტო ტაქსები დადგენილი სვლა გეზით შეძლებენ გადაადგილებას. რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, მოძრაობა ძველ სვლა-გეზს დაუბრუნდება, ქუჩა ისევ ცალმხრივი გახდება და ავტომობილები ქალაქის ცენტრის მიმართულებით

დაწვრილებით

ქუთაისელი სტუდენტები სამაგისტრო ნაშრომების დასაცავად მაისურებით ‘რუსეთი ოკუპანტია’ მივიდნენ

ქუთაისელი სტუდენტები სამაგისტრო ნაშრომების დასაცავად მაისურებით: "რუსეთი ოკუპანტია" მივიდნენ და ამგვარად რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. პროტესტის ამგვარ ფორმას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა მიმართეს. "სამაგისტრო ნაშრომების დაცვა დრო და ჟამის შესაფერისად,"- ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე. topnews.com.ge

დაწვრილებით

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე რუსული დროშა იყო გამოსახული

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზე რამდენიმე საათის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის დროშა იყო გამოსახული. მოძრობა "რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლის ნიკა დეისაძის თქმით, მონიტორზე რუსეთის სახელმწიფოს დროშა მას შემდეგ წაშალეს, როცა საზოგადოებამ მწვავე რეაქცია დააფიქსირა. "მოგეხსენებათ, რომ ხვალ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არის დიდი ღონისძიება და მიმდინარეობს სცენის მონტაჟი. იქ არსებულ სპეციალურ მონიტორზე კი რუსეთის

დაწვრილებით

“სამწუხაროდ, ქუთაისის მერი არ არღვევს თავის ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი მავნევლობის გადაფარვას”

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ქალაქის მერს სიცრუეში ადანაშაულებს. შუშანიას თქმით, გიორგი ჭიღვარიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულებას უწყვეტს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერმა კომპანიას ვადა გაუგრძელა და თანხაც დაუმატა. "სამწუხაროდ, მერი არ არღვევს თავის ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი მავნევლობის გადაფარვას.

დაწვრილებით

მიტოვებული საახალწლო დეკორაციები ქუთაისში (ფოტოები)

ქუთაისში საახალწლო დეკორაციები უმეთვალყურეოდ არის დატოვებული. ე.წ მონპლაზირის თაღთან საშობაო ჯიხურებია წაქცეული, "სიყვარულის ბაღში" კი დეკორაციები. "დღეს გამოვედი, ვიფიქრე ბავშვს ვაჩვენებ საახალწლოდ მორთულ ქუთაისს-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ძირს ყრია. ჯერ ქალაქის მთავარ ნაძვის ხემდე არ მივსულვარ, იმედია ის მაინც არ იქნება წაქცეული,"- აცხადებს ადგილობრივი ქეთევანა მაისურაძე. ქუთაისის მერიის შესაბამის განყოფილებაში აცხადებენ, რომ დეკორაციებს

დაწვრილებით

ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა (ფოტოები)

ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ქალაქის პირველი პირის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სრულად გამოიცვალა, სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა. პროექტი 1 მლ ლარზე მეტი ღირებულებისაა და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,საქმილ სადენ მშენმა" განახორციელა. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.     topnews.com.ge

დაწვრილებით

სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა- ქუთაისში ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის მიმართვას აფასებენ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ექსპრემიერის ვიდეომიმართვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, სადაც ივანიშვილის ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მოქმედი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ქუთაისის ორგანიზაციის წევრები აფასებენ. "ეს იყო შეშინებული და სასოწარკვეთილი ოლიგარქის

დაწვრილებით