კონსერვატიული პარტიის მორიგი პერფორმანსი სამტრედიაში

კონსერვატიული პარტიის სამტრედიის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ახალგაზრდა კონსერვატორის, ქეთევან აბრამიშვილის ინიციატივით, დღეს, მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელოვანთა დარბაზში, პოეზიის საღამო მოეწყო. მარიამ ჩახვაძე, ანა ფუტკარაძე, დავით კინწურაშვილი, თორნიკე ჯანხოთელი, ბესარიონ ჩანქსელიანი, ნორა მანჯგალაძე, ნუკი მაღლაკელიძე, მე კალმე (ნუკი ჩხაიძე) და ბაჩო ნადირაძე სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისიდან გვესტუმრნენ. ისინი საკუთარ ლექსებსა და ჩანაწერებს საათზე მეტი დროის განმავლობაში უკითხავდნენ სამტრედიელ აუდიტორიას. ახალგაზრდა პოეტების შეკრებას საქველმოქმედო ხასიათიც ქონდა. მათ პატარა ნიკა ჯანელიძის დასახმარებლად, რომელსაც ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს, შემოწირულობის შეგროვებაც გადაწყვიტეს.
,,მოხარული ვარ, რომ კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტიური მუშაობით მოეწყო დღევანდელი საღამო. ჩვენ მსგავსი ტიპის ახალგაზრდულ ინიციატივებს მხარს ვუჭერთ და ამის დასტური დღევანდელი დღეც არის. ამ პოეტებთან ჩვენს ახალგაზრდულ ფრთას მჭიდრო ურთიერთობა აქვს. შარშან ასეთი შეხვედრა ღია ცის ქვეშ ,,მომავლის პარკში“ მოვაწყვეთ. სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის აქციებსაც ვგეგმავთ, რომლის შესახებაც პერიოდულად შეიტყობს საზოგადოება,“ დასძენს ჩვენთან საუბრისას კონსერვატიული პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ძიძიგური.
საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

http://samtredia.com.ge/index.php?p=./news_new/text_4/067

0
0
(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები