ვანში დიხაშხო-ბზვანის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი იგება

ვანის მუნიციპალიტეტში დიხაშხო-ბზვანის თემების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ეწყობა.

http://topnews.com.ge/photo/news/20160510195851.png

სარეაბილიტაციო სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვარლამ შარაშენიძემ გამგეობის ზედამხედელობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „წყალტუბო გზასერვისი“ ახორციელებს.

http://topnews.com.ge/photo/news/20160510195811.png

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეაბილიტაციის პროცესი ხარისხიანდ და ვადების დაცვით მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე გზის 1კმ და 500მ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტი და 300 გრძივ მეტრზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუეტი.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული გარდამავალი პროექტია და მოდევნო ეტაპზე მოხდება აღნიშნული გზის სრული მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 400 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის დაფინანსებაში ადგილობრივი ბიუჯეტიც თანამონაწილეობს.

NS

0
0
(Visited 227 times, 1 visits today)

კომენტარები