ვანში, 7 უხუცეს ქალბატონს გამგეობამ 1000-1000 ლარი გადასცა

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ლაშა გიორგაძემ გამგებლის თანაშემწე კახა რამიშვილთან და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსთან ზვიად კაპანაძესთან ერთად, სოფელ სალხინოში მცხოვრებ 100 წლის ქალბატონს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

1916 წელს დაბადებულ ლიდა ეფრემიძეს 3 მაისს ასი წელი შეუსრულდა და “დღეგრძელთა(100 და მეტი წლის) ერთჯერადი მატერიალური დახმარების სოციალური პროგრამის” მოსარგებლე გახდა.

ვანის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით 1000 ლარი 7 ადამიანს გადაეცა.

http://topnews.com.ge/news/7566

0
0
(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები