იმერული კერძები, ღვინო და ფოლკლორული ნომრები-ვანი ‘გვირილობაზე’

“გვირილობა” – “თეთრი გვირილის დღე” მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა. შემდეგ ეს დღესასწაული დავიწყებას მიეცა, მაგრამ წლების შემდეგ ისევ აღსდგა “გვირილობა”, თავისი ქველმოქმედებრივი შინაარსით.

მიმდინარე წელს „გვირილობის“ აღნიშვნა 3 მაისს ქალაქის მასშტაბით სხვა და სხვა საქველმოქმედო და გასართობი ღონისძიებებით დაიწყო.

დღეს „გვირილობა“ მუხნარის ტყეში გამართული სახალხო ზეიმით გაგრძელდა, სადაც იმერეთის 11- ვე მუნიციპალიტეტთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტიც პატარა ეზოში შემოქმედებითი ღონისძიებით და სამზარეულოთი იყო წარმოდგენილი. აქ ყველა სტუმარს შეეძლო ხელნაკეთი ნივთების,ნაქარგების, ნახატების დათვალიერება-შეძენა და იმერული კერძების და ღვინის დაგემოვნება.

http://topnews.com.ge/photo/news/20160505120853.png
http://topnews.com.ge/photo/news/20160505120954.png
http://topnews.com.ge/photo/news/20160505121125.png

მუხნარის ტყეში ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიებაში სხვა ცნობილ და სახელგანთქმულ შემსრულებლებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტიდან ტრიო „იმერეთი“-ც იღებდა მონაწილეობას

სცენიდან მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას “გვირილობა 2016” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

მუხნარის ტყეში გასართობი და სპორტული აქტივობები, გამოფენები და თეატრალიზებული წარმოდგენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ყოველწლიურად იმართება და მას ათასობით ქართველი და უცხოელი სტუმარი ესწრება.

წყარო: http://topnews.com.ge/news/7534
0
0
(Visited 186 times, 1 visits today)

კომენტარები