‘საქართველოს განვითარების ფონდმა’ ქუთაისელებს გვირილების თაიგულები დაურიგა

„პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისმა გვირილობის დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.

ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მოქალაქებს თეთრ ხიდზე გვირილების თაიგულები და მისალოცი ბარათები დაურიგეს. ასევე, “საქართველოს განვითარების ფონდის ოფისის” ტერიტორიაზე ფონდის წევრებმა Street Art-ით ასფალტი მოხატეს და ფრანები გაუშვეს.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყველა ქუთათურს მივულოცო გვირილობის დღესასწაული, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. გვირილობა გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. მან და მისმა გიმნაზიელმა მეგობრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში გვირილების გაყიდვის საქველმოქმედო აქცია მოაწყეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას ტრადიციის სახე მიეცა და მალე ის საერთო სახალხო დღესასწაულში გადაიზარდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა წინაპრების ტრადიციები. გვსურდა, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი თანაქალაქელებისთვის დღესასწაული მიგველოცა,”- აცხადებს პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე.

http://topnews.com.ge/photo/news/20160503181027.png
 წყარო: http://topnews.com.ge/news/7511
1
0
(Visited 342 times, 1 visits today)

კომენტარები