ინტერვიუ ანა მალაზონიასთან

მოგესალმებით  ანა, გმადლობთ რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

ანა,როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?


1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

ზოგადად 3 წლიდან უკვე სცენაზე ვდგავარ. მამაჩემი მომღერალია და ბავშვობიდანვე ამ სფეროსთან მაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი. ყოველთვის ვმღეროდი ესტრადულ სიმღერებს, ძირითადად რუსულ სიმღერებს, რადგან მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ქართული ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. 2012 წლის ზაფხულში ჩამოვედი საქართველოში და 2013 ის აპრილში ჩავწერე ჩემი პირველი სიმღერა “მაგნოლია”. სწორედ ამ სიმღერით გამოვჩნდი პირველად საზოგადოების წინაშე, როგორც ფოლკლორული ჟანრის შემსრულებელი.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

“მაგნოლია” მართლაც განუმეორებლად შეასრულედ,ვისი იდეა იყო “მაგნილია”(ს) ჩაწერა?

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

ეს სიმღერა აფხაზეთზეა, კერძოდ სოხუმზე.. დედაჩემი სოხუმიდან გახლავთ და სწორედ მისი დამსახურებით ჩავწერე ეს სიმღერა. ძალიან დიდი წვლილი მიუძვის დედას ჩემს წარმატებაში. ყოველთვის გვერდში მიდგას, თითქმის ყველა კონცერტზე ჩემთან ერთად არის და ძალიან დიდ სტიმუს მაძლევს.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

ანა, როდის შეძლებს მსმენელები თქვენი ახალი მუსიკის ხილვას?

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

ახლახანს ჩავწერე ახალი სიმღერა, “შენი თვალების ფერი”. ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ ჩემი უსაყვარლესი და უნიჭიერესი მეგობარი – თამარ ალადაშვილი

თამარ ალადაშვილი და ანა მალაზონია

11667469_949107715142157_4310254163572967935_n

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

მუსიკის გარდა რითი ხართ დაკავებული ?

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

ვარ 11 კლასის მოსწავლე. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ . სიმღერის გარდა ძალიან მიყვარს ქართული ცეკვები. ვცეკვავ დაახლოებით 6წლიდან…

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

რა არის ანა მალაზონიას მიზანი ცხოვრებაში, რა გსურთ შექმნათ მომავალში?

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

კონსერვატორიაში ჩაბარებას არ ვაპირებ, შესაბამისად სხვა გეგმები მაქვს სამომავლოდ… მაგრამ, ყველაფრისდა მიუხედავად, ყოველთვის შევათავსებ ჩემს პროფესიას მუსიკასთან… სიმღერა ჩემთვის არის ყველაფერი… ყველაზე თავისუფლად იმ დროს ვგრძნობ თავს, როცა ვმღერი.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

თქვენ როგორც მსმენელი რა ჟანრის მუსკას უსმენთ?

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

არცერთი ჟანრი არ მაქვს გამორჩეული.. რაც მომეწონება იმას ვუსმენ.. ეს შეიძლება იყოს როკიც, პოპიც, რეპიც, ფოლკლორიც და ა.შ…

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

ანა, ალბათ სკოლაშიც და ზოგადად საზოგადოებაშიც გრძნობთ სიყვარულს ხალხის მხირდან, როგორია 17 წლის ანა მალაზონიას თვალით დანახული პოპულარობა?

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც ხალხი მცნობს. ეს ნამდვილად, ყველაზე ძვირფასია, რაც შეიძლება მომღერალს გააჩნდეს… იმედი მაქვს, ყველა ჩემს გულშემატკივარს აუცილებლად გავუმართლებ იმედებს.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

და ბოლოს 🙂 მიმართეთ თქვენს მსმენელს.

1510988_820623384676638_3364952359439027717_nანა მალაზონია:

ჩემს მსმენელს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, იმისთვის, რომ ასე მგულშემატკივრობენ და ასე სჯერათ ჩემი შესაძლებლობების. ვეცდები, რომ ყველანაირად გავამართლო მათი იმედები. ძალიან მალე ახალი სიმღერით შემოვუერთდები ჩემს მსმენელს და იმედი მაქვს, ყველას მოეწონება ( <3 ემოცია )


ერეკლე გიორგაძე:

გმადლობთ ანა ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებები თქვენ…

11694829_987012574664428_7349557963666356290_n

10923672_363889187069148_3534686798743428128_o

1510988_820623384676638_3364952359439027717_n

4
3
(Visited 410 times, 1 visits today)

კომენტარები