ახალგაზრდული კლუბი თერჯოლაში-‘პინ’-ის კიდევ ერთი პროექტი ახალგაზრდებისთვის

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ახალგაზრდული არტ-კლუბი გაიხსნა. პროექტის ,,ახალგაზრდობა სიხარულია”-ს ფარგლებში, აღნიშნული კლუბი საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. პროექტს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) ,,ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების” ფარგლებში, არსამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი ბავშვები საქართველოს მომავალთან” ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული კომიტეტის მიერ შემუშავდა სამოქმედო გეგმა.სულ 10 პრიორიტეტი გამოვლინდა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ აღნიშნული, ახალგაზრდებისათვის საჭირო სივრცის მოწყობას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროექტისატვის 5000 დოლარი გამოიყო,”-აცხადებს პროექტის კოორდინატორი სოფიო გოდოლაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი ბავშვები საქართველოს მომავალის” წარმომადგენლის, რუსუდან კოვზირიძის განცხადებით, არტ-კლუბისათვის შეძენილია პიანინო, ტელევიზორი, მუსიკალური მოწყობილობები, პუფები და სხვა. საჭირო ინვენტარი. მისივე თქმით, კლუბი ყველა ახალგაზრდისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

პროექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთახის ინტერიერზე იზრუნა.

,,პროექტში თერჯოლის მუნიციპალიტეტმა გარკვეული თანხა ჩადო, რომლის მეშვეობითაც გარემონტდა აღნიშნული ოთახი. ჩვენი მიზანი ბავშვებისათვის საჭირო გარემოს შექმნაა,”- აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ნათია გავაშელაშვილი.

ასევე, პროექტ ,,ახალგაზრდობა სიხარულია-ს” ფარგლებში გაიმართა ნინო თორთლაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის- ,,ნამცეცების” ჩვენება და ფილმის ფასილიტაცია.

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში”(PIN) სხვადასხვა მუნიციპალიტეში 12 პროექტს ახორციელებს, რომელთაგან რვა საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხოლო ოთხი ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით ხორციელდება.

 

http://topnews.com.ge/news/7332

0
0
(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები