ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ფერსათში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ფერსათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივები სოფელში გზის დაგებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, უკვე წლებია თხოვნით მიმართავენ გამგეობას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელი მოსახლეობისგან იცლება, რადგან არ არსებობს როგორც გზა, ასევე წყლის გაყვანილობა და გარე განათება.
სოფლის რწმუნებულის ბონდო ჭელიძის განმარტებით, აღნიშნულ პერიმეტრზე სოფლის პროგრამით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარება კი 2016 წლის ბიუჯეტში ჩასმული არ არის.

 

http://topnews.com.ge/news/7341

0
0
(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები