ვანში ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

13001133_989417481153517_561327037306974214_n 13006667_989417197820212_4442214451687461409_n 13007099_989417321153533_6054021853255448415_n 13015676_989417684486830_7382501794741980914_n

დღეს ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრის მსახიობებმა გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით წარმოადგინეს პიესა – სახელწოდებით „ …მაგრამ უფლება არ მოუცია“.
ეს ვანის სახალხო თეატრისთვის პირველი სპექტაკლია მისთვის კარლო საკანდელიძის სახელის მინიჭების შემდეგ.
პრემიერას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიგა ბუბუტეიშვილი, სოფიო ნანაძე, აბელ სოსელია, პაპუნა ბახტაძე და თინათინ არაბიძე.

პრემიერამ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

0
0
(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები