რეზო ჭეიშვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს

3700 არად შეფასებულიტენდერი 2016 წლის 7 პრილს გამოცხადდა.

მწერალ რეზო ჭეიშვილზე დოლუმენტური ფილმის გადაღებისათვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. 3700 არად შეფასებულიტენდერი 2016 წლის 7 პრილს გამოცხადდა.

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, დოკუმენტური ფილმის „რეზო ჭეიშვილის – მუსიკა ქარში“ ხანგრძლივობა არანაკლებ 60 წუთისა უნდა იყოს. ამასთანავე, ფილმის სცენარი, რეჟისურა და მუსიკის შერჩევა თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ფილმის დასრულება 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.

„დოკუმენტურ ფილმში ასახული უნდა იყოს მწერალ რეზო ჭეიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, სახლი სადაც დაიბადა და გაიზარდა მწერალი, ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან (მინიმუმ 15 წთ), რეზო ჭეიშვილის სიცოცხლეში ჩაწერილი ინტერვიუები, მწერლის ოჯახური გარემო, ინტერვიუ ოჯახის წევრებთან (მინიმუმ 8 წთ), ინტერვიუ მწერლის მინიმუმ თორმეტ მეგობართან (არანაკლებ 24 წთ.), რეზო ჭეიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები სამწერლო და კინო ასპარეზზე, სამუშაო გარემო სადაც მუშაობდა – როგორც ქუთაისში ასევე თბილისში და რეზო ჭეიშვილის საფლავი მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთაპანთეონში,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დოკუმენტური ფილმი 10 DVD დისკზე ჩიწერება, რომელზეც უნდა იყოს ფერადი გარეკანი მწერლის ფოტოსურათით და მოთავსდება პლასტმასის ბუდეში, რომლის დიზაინიც ასევე მერიასთან შეთანხმებული უნდა იყოს.

ტენდერით დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა მიდინარე წლის 26 აპრილიდან შეუძლიათ.

 

http://www.kutaisipost.ge/

0
0
(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები