ქუთაისის მერიამ ველოსიპედისტთა სკოლას ავტომობილი შეუძინა

ახალი ავტომობილი ველოსპორტსმენებისთვის. ორი დღის წინ ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ველოსიპედისტთა სკოლისთვის “ოპელის” ფირმის ავტომობილი შეიძინა.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო უჩაძემ აღნიშნა, ავტომობილის შეძენა სპორტსმენების დიდი ხნის ოცნება იყო, რადგან როგორც უჩაძე ამბობს, ავტომობილი სპორტსმენთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

“ქალაქის მერის უშუალო გადაწყვეტილებით შევიძინეთ ავტომობილი, რომელიც აუცილებლად სჭირდება ველოსპორტს. ველოსპორტსმენებისთვის გამართული ტრანსპორტის შეძენა მრავალი წლის ოცნება იყო,”- განაცხადა ნინო უჩაძემ.

მერის განცხადებით, სკოლას საბჭოთა პერიოდის მოძველებული ავტომობილი ჰყავდა და მისით სარგებლობა საფრთხისშემცველი იყო.

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები