ვანში ‘მან-სან-კანის’ ნახევარფინალი ჩატარდა (ვიდეო)

Posted by Leviko Makhviladze on 2016 წლის 6 აპრილი, ოთხშაბათი

„მან–სან–კანის“ ფედერაციის ინიციატივითა და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამასახურის ორგანიზებით, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.

ჩემპიონატის ნახევარფინალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,პედაგოგები,სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

გუნდების გამოსვლებს 5 კაციანი ჟიური აფასებდა შემდეგი შემადგენლობით:

1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – მინდია ტაბიძე
2. გუნდ „ადრენალინის“ ვიცე–კაპიტანი–ჭუტა ლეონიძე;
3. „მან–სან–კანის“ პრეზიდენტი–რამაზ კილასონია.
4. ქუთაისის გუნდ „იშვიათი იმერლების“ ხელმძღვანელი–თემო მიქაძე;
5. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი–ხათუნა სოსელია.

თითოეული გუნდის გამოსვლა საინტერესო, სახალისო, ინდივიდუალური და თავისუფალი იუმორით გაჯერებული აღმოჩნდა, რამაც მაყურებელს და ჟიურის ამაღლებული განწყობა შეუქმნა.

ჟიურის შეფასების შედეგად გუნდების მიერ მიღებული შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. შუამთის საჯარო სკოლის გუნდი „სენსაცია“ – 41 ქულა;
2. ზედა ვანის საჯარო სკოლის გუნდი „ხელგაშლილი ვანელები“–37 ქულა;
3. შუაგორის საჯარო სკოლის გუნდი–„მაკვარანცხები“–36 ქულა;
4. მთსიძირის საჯარო სკოლის გუნდი–„შებერტყილები“–36 ქულა;
5. ვანის N1 საჯარო სკოლის გუნდი „გადამწვარი ლამპოჩკა“–34 ქულა;
6. ბზვანის საჯარო სკოლის გუნდი „მოჰიკანი“–31 ქულა.

ღონისძიების დასასრულს, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ტაბიძემ ჟიურის დანარჩენ წევრებთან ერთად სცენიდან გადაუხადა მადლობა კონკურსის მონაწილეებს ასეთი კარგი შოუს მოწყობისთვის და წარმატებები უსურვა ფინალურ შეჯიბრზე.

ფინალში გადასული 5 გუნდი ყველაზე მხიარული და საზრიანის სტატუსის მოსაპოვებლად ერთმანეთს 22 აპრილს შეეჯიბრებიან, სადაც გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

http://topnews.com.ge/

1
0
(Visited 284 times, 1 visits today)

კომენტარები