სამტრედიის გამგეობა მოვაჭრეებს გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სამტრედიის გამგეობის თანამშრომლებმა, პოლიციასთან ერთად, აგრარული ბაზრის მიმდებარედ, ჭანტურიას ქუჩაზე გამაფრთხილებელი რეიდი მოაწყო.

გამგეობის რეიდის მიზანი გარევაჭრობის პრობლემის მიგვარებაა.

ადგილობრივი ხელისუფლების წამორმადგენლებმა გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებზე გადასვლა შესთავაზა, ხოლო იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც მაღაზიები აქვთ და გარევაჭრობას მისდევენ, პროდუქციის მაღაზიებში შეტანისკენ მიუთითა.

სამტრედიის გამგეობაში განმარტავენ, რომ თუკი გარემოვაჭრეები გაფრთხილებას არ გაითვალისწინებენ, მათ შესაბამისი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 55 .2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება, ანდა მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა და საზოგადოებრივი ადგილების სარეგბლობის თვითნებური შეზღუდვა ფიზიკური პირებს 500 ლარიან ჯარიმას უწესებს, ხოლო იურიდიული პირები 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 3000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 4000 ლარის გადახდა მოუწევს.

http://www.kutaisipost.ge/

0
0
(Visited 180 times, 1 visits today)

კომენტარები