რუსეთის ყველაზე მდიდრული ქორწილები – რა უჯდებათ ოლიგარქებს შვილების ბედნიერება

ყველაზე კოსმიურ
სად და როდის: საკურორტო სასტუმრო “რედისონში”, ტვერსკის ოლქში თებერვლის ბოლოს.

წყვილი: 25 წლის ალინა მონოსოვა, ფინანსური კორპორაცია “სისტემას” ვიცე-პრეზიდენტის შვილი და 25 წლის ბიზნესმენი პაველ კალტურინი, კომპანია “პროფესიონალური და სავაჭრო ავტომატების” პრეზიდენტის შვილი.

დეტალები: საბანკეტო დაბრაზი და ჰოლი, რომელიც 4 სართულის სიმაღლის იყო, გალაქტიკის მსგავსად მორთეს ბუტაფორული პლანეტებით და ვარსკვლავებით. ახალდაქორწინებულები ცერემონიის შემდეგ აკრობატებთან ერთად ჰაერში ფარფატებდნენ.

რა დაჯდა: 60 მილიონ რუბლზე მეტი იმ ვარსკვლავების ჰონორარის გამოკლებით, ვინც ქორწილში იმღერა.

ყველაზე გლამურული
სად და როდის: ფრანგულ პროვანსში 2015 წლის აგვისტოს

წყვილი: 29 წლის მარია ბაიბაკოვა, კომპანია “ონექსიმ დეველოფმენტის” პრეზიდენტის შვილი და 30 წლის ფრანგი ფინანსისტი ადრიენ ფორი.

დეტალები: “სიმბოლური” ზეიმი ახლობლებისა და მეგობრებისთვის ლუქს რესტორანში გაიმართა. როგორც ჟურნალმა “ვოგმა” დაწერა, “ოთხი კუტურიეს შექმნილი კაბა, 300 სტუმარი და პროვანსის ხედები ერთ დღესასწაულად გადაიქცა და სამი დღე-ღამე გაგრძელდა”.

ყველაზე წარმოსადეგი
სად და როდის: გოლფ კლუბი “სკოლკოვო”, მოსკოვში, 2015 წლის ივლისი

წყვილი: 18 წლის მარია ჩიგრინსკაია, მსხვილი ინვესტორის ალექსანდრ ჩიგრინსკის შვილი და სიმიონ კრუტირი, მოსკოველი ბიზნესმენის არკადი კრუტირის შვილი.

დეტალები: ახალგაზრდები ებრაული ტრადიციის დაცვით დააქორწინეს. პატარძალს კაბა ლიბანელმა დიზაინერმა ზუხაირა მურადამ შეუკერა და მისი ფასი 15 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ცერემონიას 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მილიარდერები და ცნობილი ადამიანები, აბრამოვიჩით დაწყებული, იუდაშკინით დამთავრებული.

რა დაჯდა: წინასწარი გათვლებით 30 მილიონი რუბლი, პლუს 20 მილიონი წამყვანების და მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯა.

დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ქორწილების ფოტოები

იხილეთ ვიდეო| ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, ენრიკე იგლესიასი და ქართული ცეკვები რუსი მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში

ყველაზე გულუხვი
სად და როდის: მოსკოვი, რესტორანი “საფისა”, 2016 წლის 26 მარტი.

წყვილი: 28 წლის საიდ გუცერიევი, მიხაილ გუცერიევის, ნავთობის და ფინანსური მაგნატის შვილი და 19 წლის ხადიჟ უჟახოვი, სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

დეტალები: პატარძლის უნიკალური კაბა, რომელიც ლიბანელმა დიზაინერმა ელი სააბმა შეკერა, 25 კილოგრამს იწონიდა. მისი ფასი 25 მილიონ რუბლს უტოლდებოდა. დაახლოებით ნახევარი მილიარდი რუბლი ღირდა ბრილიანტის დიადემა. ქორწილში იმღერეს ენრიკე იგლესიასმა, რომელსაც 300 000 ევრო გადაუხადეს, ჯენიფერ ლოპესმა, რომელსაც მილიონი ევრო გადაუხადეს და სტინგმა, რომლის მიწვევაც მილიონ-ნახევარი ევრო დაჯდა.

რა დაჯდა: 2 მილიარდი რუბლი.

ყველაზე ძვირფასი რუსული ქორწილი მსოფლიოში

სად და როდის: კანი, ლაჟვარდოვანი სანაპირო, 2005 წლის სექტემბერი.

წყვილი: “МДМ Банк”-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკო და ყოფილი “მის იუგოსლავია” ალექსანდრა კოკტოვიჩი.

დეტალები: 10 წლის მანძილზე ამ ქორწილზე იმდენი ლეგენდა შეითხზა, რომ რთულია რეალობის ფიქციისგან გარჩევა. სპეციალურად ქორწილისთვის მელნიჩენკომ დიდი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ჯვრისწერა შედგა ძველ რუსულ სამრეკლოში, რომელიც მოსკოვიდან საფრანგეთში გადაიტანეს და შემდეგ უკან დააბრუნეს. 300 სტუმრისთვის შეუკვეთეს კერძო თვითმფრინავები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კანში, რომელთა ნომრებშიც ქალებს საღამოს კაბები, ხოლო კაცებს არმანის სმოკინგები დახვდათ.

შოუ: ქორწილზე შეკრებილებს ართობდნენ უიტნი ჰიუსტონი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, კრისტინა აგილერა (მხოლოდ მას 3.6 მილიონი დოლარი გადაუხადეს), პლუს 200 ცირკის მსახიობი. ფრანგული მედია ირწმუნებოდა, რომ ქორწილს ვლადიმერ პუტინიც დაესწრო.

რა დაჯდა:

40 მილიონი დოლარი. შედარებისთვის, დაახლოებით ამდენი

ambebi.ge

0
0
(Visited 213 times, 1 visits today)

კომენტარები