‘ტორპედოს’ გულშემატკივრები ქუთაისის მერს გუნდის პრესტიჟის დაცვას სთხოვენ

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედო”-ს გულშემატკივრები გუნდში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. გულშემატკივრები გუნდის პრესტიჟის დაცვას ქალაქის მერს სთხოვენ.

“ქუთაისის “ტორპედოს” ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ მოვლენებს ვუყუროთ შორიდან და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ. ჩვენ, ფანები მივმართავთ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, უახლოეს დღეებში ჩვენი კლუბიდან განთავისუფლებული იქნას ყველა ის ადამიანი, ვინც ირანელი ”ფეხბურთელების” ჩვენს კლუბში მოყვანაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ირანელების “ტორპედოში” მოყვანას არანაირი კავშირი არ აქვს გუნდის სპორტულ მხარესთან, მათი აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ამ განცხადების შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის ზომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ზემოთ აღნიშნული პირების დასახელება და ირანელების აქ ყოფნის მიზეზების გასაჯაროვება, რაც სახელს შეულახავს ჩვენი კლუბის პრესტიჟს. იმედი გვაქვს, თქვენი მხრიდან უახლოეს დღეებში იქნება გადამჭრელი ზომები მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოგვიწევს უკიდურესი ზომების მიღება,”- ნათქვამია “ტორპედო”-ს გულშემატკივრების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები