ვანში ახალი საავადმყოფო გაიხსნება

ვანის მუნიციპალიტეტში ახალი საავადმყოფო მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს უნდა გაიხსნას.

ვანში ახალი სამედიცინო ცენტრი ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში განთავსდება, რომლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ეტაპზეა.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საავადმყოფო აღჭურვილი იქნება თანამდეროვე სამედიცინო აპარატურით და ადგილობრივებს  სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

“ვანის სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას შპს “ჯეოჰოსპიტალი” ახორციელებს, სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს საავადმყოფოში კარგი სამედიცინო სერვისის მიწოდებას მოსახლეობისთვის,” – ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრის ხელმძღვანელი ეკა ნამიჭეიშვილი.

ვანის მუნიციპალიტეტში ათწლეულებია საავადმყოფოს პრობლემა დგას.

ამ დრომდე ვანის საავადმყოფოში არსებული ამორტიზებული მდგომარეობის გამო, მედიკოსებს მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეეძლოთ პაციენტებისთვის. რის გამოც სამედიცინო მომსახურებისთვის ადგილობრივები სხვადასხვა ქალაქებში მიდიოდნენ.

წყარო:www.kutaisipost.ge

0
0
(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები