რაგბის გუნდი ‘ბაგრატი’ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

ქუთაისის რაგბის გუნდი ,,ბაგრატი“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, „დიდ 10“-ში, მოხვდა.

უმაღლესი ლიგის საგზური ,,ბაგრატმა“ თბილისის ,,დინამო“-სთან 27:3 მოგებით მოიპოვა.

„დღეს „ბაგრატმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონები გავხდით. გასულ ტურში თბილისის „დინამოსთან“ მატჩს დიდი ენერგია შევალიეთ, ბოლომდე აღდგენა ვერ მოვახერხეთ და ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დაღლა გვეტყობოდა, მაგრამ რაც მთავარია, მიზანი, რომელიც სეზონის წინ დავისახეთ, მიღწეულია – „ბაგრატი“ მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს! დღევანდელი გამარჯვება დიდწილად გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელიც მთელი 80 წუთის განმავლობაში გვამხნევებდა“- განაცხადა ,,ბაგრატის“ მთავარმა მწვრთნელმა ბექა სულუხიამ.

http://topnews.com.ge/photo/news/20160329181140.png

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში წელს ქუთაისიდან ორი გუნდი იასპარეზებს- რაგბის გუნდები ,,ბაგრატი“ და ,,აია“.

http://topnews.com.ge/news/7121

0
0
(Visited 303 times, 1 visits today)

კომენტარები