იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საქართველოს ყველა რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატოს შტაბ–ბინაში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია შედგა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილესთან პეტრ ლუნაკთან და ამავე განყოფილების წარმომადგენელთან დესპინა აფენტოულისთან, ნატოს სამოქმედო და ოპერატიული „A სექტორის” ხელმძღვანელთან მიჰაი კარპისთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელთან ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანთან და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში – ნატოში გერმანიის, რუმინეთის და აშშ-ს მისიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, არსებული ვითარება და პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

http://topnews.com.ge/news/7108

0
0
(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები