შესაძლოა ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში

როგორც “ამბები.გეს” თვითმხილველმა განუცხადა ევა ბარბაქაძეს სახლში თანატოლები სტუმრობდნენ, გოგონაფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად მეხუთე სართულიდან გადავარდა.
ის თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ახლა იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თვითმხილველის განცხადებით, რომელიც იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძის გადაყვანის ფაქტს შეესწრო, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 14 წლის გოგონა დასისხლიანებული იყო და კისრის არეში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ადგილზე იმყოფებიან ნინა წკრიალაშვილი, კრისტი და გიორგი ყიფშიძეები და ბეგაშვილის სხვა მეგობრები. ასევე ევას მეგობრები, რომლებიც გადმოვარდნის მომენტში შორენა ბეგაშვილის სახლში იმყოფებოდნენ.

ამბები.გე-ს ინფორმაციით, შესაძლოა ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში.

ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ღმერთს შევთხოვოთ მისი დახმარება
ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს

წყარო: ambebi.ge
0
0
(Visited 226 times, 1 visits today)

კომენტარები