გოგა ბარბაქაძისა და მაია დობორჯგინიძის ოჯახური ფოტოსესია

გოგა: მამა 27 წლის ასაკში გავხდი. იყო მამა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს საქართველოში. სულ ვცდილობ, რომ არაფერი არ მოაკლდეთ, თუმცა ამავედ როს არ მინდა ზედმეტი მომივიდეს… ზომიერება ყველაფერში საჭიროა. მეუღლის მშობიარობას ვერ დავესწარი (ალბათ, არსებობს ესეთი კატეგორიაც, რომელსაც არ შეუძლიათ), თუმცა გარეთ  ველოდებოდი და ძალიან ვნერვიულობდი. არც ერთ შვილზე წინასწარ სქესი არ გაგვიგია, და რომ მითხრეს, ბიჭი შეგეძინაო, აი, მაგ დროს უკვე  მოვდუნდი, ემოციებისგან გული ამიჩქროლდა და ფერიც დავკარგე. მოკლედ, სიხარულისგან კინაღამ ცუდად გავხდი.
მაია: დედობა ისეთი გრძნობაა, ალბათ, კომპოზიტორი უნდა იყო, რომ მუსიკით შეძლო ემოციების გადმოცემა ან მხატვარი და დახატო განცდილი, სხვა შემთხვევაში რთულია, ამას უბრალო სიტყვებით ვერ გადმოსცემ. დედობა ადამიანის ყველა გრძნობასა და ემოციას აერთიანებს: შიშს, უზომო სიხარულს, უდიდეს პასუხისმგებლობას…

– ბავშვებს სახელები როგორ შეურჩიეთ?
გოგა: ორივეს გვინდოდა, შვილებისთვის ქართული სახელები დაგვერქმია. ჩვენი პირველი შვილი სამშაბათს დაიბადა, გაბრიელის დღეს (სამშაბათს გაბრიელის ლოცვები იკითხება ხოლმე) და ჩვენც გაბრიელი დავარქვით. ბარბარე ჩემი ინიციატივა იყო და მაიკოს შევთავაზე, თუ გოგო დაიბადებოდა დაგვერქმია.
მაიკო: ჩემს დიდ ბებიას ერქვა ბარბარე და პატარასაც ეს სახელი დავარქვით

 

– რა დროს უთმობთ შვილებთან ყოფნას?
გოგა: სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ვუთმობ იმ მაქსიმუმ დროს, რაც შემიძლია. მათთან გატარებული დღე ჩემთვის არაჩვეულებრივია. ერთად იმას ვაკეთებთ, რაც მათ სურთ. ჯერჯერობით, სურვილები გაბრიელს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ბარბარეს (იღიმის). გაბრიელი ყოველთვის პარკში გასეირნებას მთხოვს ხოლმე, როდესაც ახალი ანიმაციები გამოდის, კინოშიც მივდივართ. ძალიან უყვარს პიცა, აჭარული ხაჭაპური, ასევე, კომპიუტერთან თამაში და კაცური საქმეების კეთებაც – მწვადს შესანიშნავად წვავს. რაც შეეხება ბარბარეს, წყნარი და დამყოლია, უყვარს მანქანებით და გაბრიელის სათამაშოებით თამაში, თუმცა თოჯინებიც ჰყავს.
მაია: ვცდილობ, ყოველი თავისუფალი წამი მათთან გავატარო. ბარბარეს უყვარს, როდესაც დედიკო აძინებს, გაბრიელს ვამეცადინებ და ვცდილობ შაბათ-კვირას გავასეირნო და დავასვენო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი დედა ვარ, თუმცა ყველაფერი მიყვარს ზომიერების ფარგლებში. გოგა შესანიშნავი მამაა და მაქსიმალურად ცდილობს, მეტი დრო ჩვენთან გაატაროს. საქმე და ოჯახი ერთად საკმაოდ რთული წასამართია, თუმცა შეძლებისდაგვარად ვახერხებთ, სხვანაირად არც გამოდის.

– ერთმანეთისთვის თუ გრჩებათ დრო?
მაიკო: ყველაფრიდან გამომდინარე, ერთმანეთისთვის ცოტა დრო გვრჩება ხოლმე. მსახიობები ვართ და მოგეხსენებათ, ღამის ცხოვრება გვაქვს. საღამოობით ბავშვებს რომ დავაძინებ, თუ მათთან ერთად დაღლილს არ ჩამეძინა (იღიმის), მე და გოგა სადმე გავდივართ ხოლმე.

– გაბრიელს ხომ არ უნდა,  მშობლების კვალს გაჰყვეს?
გოგა: ჯერჯერობით პატარები არიან, თუმცა გაბრიელს მაინც მოსწონს სპექტაკლების ყურება. თეატრში დამყავს ხოლმე და ერთი სპექტაკლი რამდენჯერმეც აქვს ნანახი. უამრავი კითხვა უჩნდება და რეპლიკების თქმაც იცის. მომავალში რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს, ნებისმიერს მივესალმები, მთავარია, თავის საქმეში ძალიან მაგარი იყოს.

– გაბრიელ, შენ  რას გვეტყვი, რა გინდა, რომ გამოხვიდე?
– მსახიობობა მომწონს, მაგრამ წყალბურთელი მინდა გამოვიდე, ცურვაზეც დავდივარ და მეუბნებიან, რომ კარგად გამომდის.

– დაბოლოს, გოგა და მაია, რას უსურვებდით ახალ თაობას?
გოგა: 
ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის, აბსოლუტურად გახსნილი გონებით. საჭიროა უფრო მეტი განათლებისა და სამუშაოს რესურსი მივცეთ, რადგან აქ დაკავდნენ და თავიანთი ცოდნა სამშობლოს მოახმარონ.  მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს კარგი განათლებისთვის უცხოეთში წასვლა უწევთ, რაზეც გული ძალიან მწყდება. საქართველომ გონიერ ახალგაზრდებს ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს.
მაია: ჩვენგან განსხვავებით, უფრო მეტად გაბედულები და თამამები არიან. ერთადერთი, რაც მათში არ მომწონს, არის ის, რომ ზომიერების დაცვა უჭირთ ხოლმე, მაგრამ ესეც ალბათ დროის საკითხია და ყველაფრის დარეგულირება შეიძლება. ვუსურვებდი, ბევრად უფრო წესიერები, ზრდილობიანები, განათლებულები და ჯანმრთელები იყვნენ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

10 12 13 16 (1) 17 (2)

http://funtime.ge/

0
0
(Visited 180 times, 1 visits today)

კომენტარები