ირინა ონაშვილი: „დღეს ყველაფერს საბასთვის ვაკეთებ“

დედა 26 წლის ასაკში გავხდი. იყო მშობელი, ეს ადამიანისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი და ბედნიერებაა. როცა დედა ხარ, ყველაფერი იცვლება, უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული ხდები. მოდუნების უფლება აღარ გაქვს. გყავს შვილი, რომელსაც სჭირდები აქტიური, შრომისუნარიანი, ახალგაზრდა, ლამაზი…

01 (1)
სანამ საბა გამიჩნდებოდა, სულ სხვანაირად ვცხოვრობდი, საჭესაც უფრო სწრაფად ვმართავდი, ახლა კი კუსავით დავდივარ (იღიმის). ჩემს თავზეც დიდად არ ვფიქრობდი ხოლმე, ახლა კი პასუხისმგებელი ვარ ჩემს შვილზე, მას ვჭირდები და ვალდებული ვარ, საკუთარ თავსაც გავუფრთხილდე. დღეს მე ყველაფერს საბასთვის ვაკეთებ.
05 (1)
ვცდილობ, მეტი დრო შვილს დავუთმო და თუ სახლიდან გასვლა აუცილებელი არ არის, არც გავდივარ. ეს ჩემთვის სასიამოვნო აკრძალვაცაა, რადგან შეიძლება არ წავიდე რაიმე პრეზენტაციაზე და ის დრო მაქსიმალურად შვილთან ყოფნისთვის გამოვიყენო.

ბავშვის აღზრდისთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა, ის გარემო, სადაც იზრდება და, რაღა თქმა უნდა, სითბო და სიყვარული. ვცდილობთ, ეს ყველაფერი მივცეთ საბას.

სითბოსა და მზრუნველობას სხვა ბავშვების მიმართაც გამოხატავს და მეც ხუმრობით ვამბობ ხოლმე: აი, ნახეთ, ეს ბავშვი სიყვარულშია გაზრდილი და თვითონაც სიყვარულს აფრქვევს-მეთქი (იღიმის). მართალია, რომ ამბობენ, ბავშვი ოჯახის სარკეაო, რადგან ყველა ბავშვს ეტყობა, რა გარემოშიც იზრდება.
ამ ბოლო დროს, საღამოს სახლში რომ ვბრუნდები, სულ მეკითხება: რა მომიტანე? ერთხელ დავსვი და ავუხსენი, რომ მე მინდა, ჩემი მოსვლა გაგიხარდეს და ამის მაგივრად „რა მომიტანეს“ რომ მეკითხები, მწყინს-მეთქი. მეორე დღეს, როდესაც შინ დავბრუნდი, მეუბნება: ისა და დედა, არაფერი არ მომიტანე, ხოო? (იღიმის). მოკლედ, მოხერხებულია და კითხვა სხვა ფორმით დამისვა.

0
0
(Visited 145 times, 1 visits today)

კომენტარები