გია ხუხაშვილი: დღეს ქვეყანაში ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ძველი სისტემის დემონტაჟზე უარი თქვა.

როგორც ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ სისტემასთან თანამშრომლობით თავი კომფორტულად იგრძნო.

„არადა, წინა ხელისუფლების დროს ამ ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის პროცესში ჩართული იყო მთელი ინფრასტრუქტურა – დაწყებული დამკვეთით, რომელიც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, დამთავრებული იმ ხალხით, ვინც იღებდა და ინახავდა ამ ჩანაწერებს და ვინც ამას შანტაჟისა და სხვა მიზნებისთვის იყენებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ბინძურ საქმეში რამდენი ადამიანი იყო ჩართული! არადა, ბევრი მათგანი დღესაც ძველ სამსახურში მუშაობს.

თუ მაღალი თანამდებობის პირების დასჯა არ ხერხდებოდა, შემსრულებელთა დასჯას პრევენციის ფუნქცია მაინც ექნებოდა. გარდა ამისა, საზოგადოებას გაუჩნდებოდა რწმენა, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, ასეთი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს. ამის ნაცვლად ვნახეთ არა მხოლოდ პოლიტიკური კოაბიტაცია, არამედ კოაბიტაცია დანაშაულებრივ სისტემასთანაც.

დღეს ქვეყანაში ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. როცა საა-კაშვილის რეჟიმის დროს ასეთი დანაშაული ხდებოდა, ჩვენთვის ამ სიბინძურის იდენტიფიცირება იოლი იყო, რადგან ვიცოდით, რომ იჯდა რეზიდენციაში ერთი მამაძაღლი, რომლის ვერტიკალშიც ყველაფერი წყდებოდა. დღეს კი ამ სათავის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, რადგან ერთი დიდი მამაძაღლის ნაცვლად მივიღეთ ბევ¬რი პატარ-პატარა მამაძაღლი და მომხდარში ეჭვმიტანილი, ფაქტობრივად, უკვე ყველა მხარეა“ – აცხადებს ხუხაშვილი.

http://www.newspress.ge/

0
0
(Visited 180 times, 1 visits today)

კომენტარები