ქუთაისში ტაქსის მძღოლი ‘ხალხო გაიღვიძეთ,რუსეთი ოკუპანტია’ წარწერისთვის გაათავისუფლეს

ქუთაისში, ტაქსის მძღოლი სამსახურიდან ავტომანქანაზე განთავსებული წარწერისათვის გაათავისუფლეს. მძღოლს ტაქსის უკანა მხარეზე რუსულად ეწერა: ,,ხალხო გაიღვიძეთ, რუსეთი ოკუპანტია”.

“TAXI-ს კომპანია MAXSIM-ში მუშაობდა ერთი პატიოსანი კაცი, რომელსაც ტაქსის უკანა მხარეზე რუსულად ეწერა ,,ხალხო გაიღვიძეთ, რუსეთი ოკუპანტია”. ამ წარწერის გამო გამოუშვეს სამსახურიდან, მოგვმართა ნაც. მოძრაობას და რა თქმა უნდა, დავუდგებით გვერდით. პირადად ესაუბრა მის უფროსს დეპუტატი გია თევდორაძე. ქართველია და ამბობს ასეთ რაღაცას ,,შენ არ გინდა რუსეთი ძმაო, მე მინდა, ჩამოხსნას წარწერა და იმუშაოსო. ამ დროს ეს კაცი ყვირის: რომც მოვკვდე შიმშილით, მაინც არ ჩამოვხსნიო”. აი ყველა ასეთ პატიოსან და პატრიოტ ადამიანს დავუდგეთ გვერდით!”,- წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი გვალია.

 

http://topnews.com.ge/news/6857

0
0
(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები