სამტრედიაში „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გუნდი „All Black“ – სი გახდა

26 –27 დეკემბერს სამტრედიის ინტელექტ კლუბისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სამტრედიის მუნიციპალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ და „ბრეინ – რინგი“ ჩატარდა.
ჩემპიონატში საჯარო სკოლების, საბანკო სექტორისა და მოყვარულთა 15 გუნი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ორი გუნდი ხონის მუნიციპლიტეტიდან.
ინტელექტუალური შეჯიბრი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, რის შედეგადაც გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. ინტელექტუალურ თამაშში „ბრეინ–რინგი“– ს გამარჯვებული მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი „იპრიტი“ გახდა, ხოლო თამაშში რა? სად? როდის? გამარჯვებული გუნდი „All Black“- სი . რაც შეეხება ტიტული ტურნირის საუკეთესო მოაზროვნე „All Black“-სის წევრს დავით მანჯგალაძეს ერგო.
როგორც სამტრედიის ინტელექტ კლუბის პრეზიდენტმა გიორგი ჩაჩუამ განაცხადა – „ ტურნირი ძალაინ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო გამარჯვებულებს ვულოცავ წარმატებას.“
ინტელექტუალურ თამაშებს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია . მან გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და მომავალშიც დახმარებას და გვერდით დგომას დაჰპირდა.
ჩემპიონატის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები დასაჩუქრდნენ თასებით, სიგელებით, წიგნებითა და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით.

წყარო:samtredia.com.ge

0
0
(Visited 73 times, 1 visits today)

კომენტარები