ტექნოლოგიების გლობალური ბაზარი ყველაზე პატარა iPhone–ისა და ყველაზე დიდი Galaxy–ს მოლოდინშია

ფასების შემცირება Apple–ის პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც მას სმარტფონების რეალიზაციის გაზრდის საშუალებას მისცემს. 2016 წლის  ფინანსური წლის პირველ კვარტალში Apple–მა შეძლო 74,8 მილიონი iPhone–ის რეალიზაცია, რაც სმარტფონების გაყიდვების სტაგნაციას ნიშნავს.

მაღალი ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარზე ორი, ერთმანეთის მსგავსი და ამავდროულად სრულიად განსხვავებული პროდუქტის გამოსვლას ელოდებიან. ინსაიდერები ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას 4–დუიმიანი iPhone SE–სა და 5,8–დუიმიანი Galaxy Note 6–ის გამოსვლის შესახებ.

 

Galaxy Note 6

გავრცელებული ხმებით, Note 6–ის ეკრანის ზომა 2560–1440 პიქსელზეა. ზოგიერთი წყარო კი 4K პიქსელზე საუბრობს. ეს ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობაში გამოიყენება Samsung Gear VR – ვირტუალური რეალობის სისტემა, რომელიც კორეულმა კომპანიამ შექმნა. სავსებით შესაძლებელია, აღნიშნული სერვისი კლიენტებს უფასოდ მიეწოდოთ Galaxy Note 6–ის წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში. Samsung–ი აღნიშნულ წინადადებას უკვე სთავაზობს  Galaxy S7–ის ორივე ვერსიის მყიდველებს.

ინსაიდერების მტკიცებით, Samsung–ი შეეცდება პროცესორ Exynos 8–ის სრულყოფას სპეციალურად Galaxy Note 6–სთვის. ოპერატიული მეხსიერება კი 4–დან 6 გიგაბაიტს შეადგენს. მისი კამერა შესაძლოა აღჭურვილ იქნას ლაზერული ავტოფოკუსით.  მოწყობილობას ასევე გააჩნია უსადენო დატენვისა და მეხსიერების გაფართოების ფუნქცია.

iPhone SE

iPhone SE–ი Apple–ის ყველაზე კომპაქტური სმარტფონია, თუმცა, ინსაიდერების ინფორმაციით, ის არც იაფი ეღირება და არც ტექნოლოგიურად იქნება „ჩამორჩენილი.“

ახალი მოწყობილობა აღჭურვილი იქნება 12–მეგაპიქსელიანი კამერა iSight–ით.

 

პორტალ International Business Times–ის ინფორმაციით, Apple–ი აქტიურად მუშაობს ვიდეოტიზერზე ახალი მოწყობილობისთვის. რომელსაც 21 მარტს პრესკონფერენციაზე აჩვენებს.

 

პატარა iPhone–ის პროცესორი საკმაოდ მძლავრი იქნება და მასში ადგილს საგადასახადო სისტემა Apple Pay–ც იპოვის.

 

iPhone SE სავარაუდოდ 450 დოლარი ეღირება. ექსპერტების შეფასებით, iPhone 5S–ის დარჩენილი მარაგები 250–350 დოლარად გაიყიდება. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა მიმართული იყოს Apple–ის პოზიციების გამყარებისკენ რუსეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.

 

ფასების შემცირება Apple–ის პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც მას სმარტფონების რეალიზაციის გაზრდის საშუალებას მისცემს. 2016 წლის  ფინანსური წლის პირველ კვარტალში Apple–მა შეძლო 74,8 მილიონი iPhone–ის რეალიზაცია, რაც სმარტფონების გაყიდვების სტაგნაციას ნიშნავს.

0
0
(Visited 63 times, 1 visits today)

კომენტარები