სათნოების სახლს ღანირის საჯარო სკოლა ესტუმრა

„ჩვენც დავბრუნდებით“ ამ ლოზუნგით გაერთიანდნენ ღანირის საჯარო სკოლის მე–8, მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დღეს სათნოების სახლს ესტუმრნენ. სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავალი ჩვენია“ წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა სათნოების სახლის ბინადრებს კონცერტი მოუწყვეს და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
როგორც ჩვენთან საუბარში სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგმა იამზე ყურაშვილმა აღნიშნა, ,,მსგავსი ინიციატივით მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვალერი ფოცხვერიას და ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ, რომელბმაც ჩვენთვის ნერგები შეიძინეს და ყველანაირად მხარში დაგვიდგნენ. სკოლის სახელით მადლობას ვუხდით გამგებელს, მუნციიპალიტეტის კულტურის სამსახურს და მთლიანად ადგილობრივ ხელისუფლებას“.
გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ ღანირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს ინიციატივა მოუწონა და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

http://samtredia.com.ge/

0
0
(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები