ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანის მუნიციპალიტეტში კოოპერატივი დაათვალიერეს

ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ და ვანის გამგებელმა ზაზა ხურციძემ ვანის მუნიციპალიტეტში მეორე დონის კოოპერატივი დაათვალიერეს.
კოოპერატივში, სადაც 64 ადგილობრივია დასაქმებული, თაფლს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებენ.
კოოპერატივის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვის წინ ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.
მენეჯმენტი შეძენილი გამოცდილების გამოყენებას პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით გეგმავს.
კოოპერატივის ფუნქციონირებას მაქსიმალურად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები. ბოლო სამი თვის განმავლობაში კოოპერატივმა სახელმწიფოსგან 110 000 ევროს ღირებულების დაფინანსება მიიღო.

წყარო:topnews.com.ge

0
0
(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები