ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა.

კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3157 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3240 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6251 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5771 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0480 ლარი შეადგინა.

0
0
(Visited 76 times, 1 visits today)

კომენტარები