რამდენად ბედნიერია საქართველო

საქართველომ ბედნიერების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 156 ქვეყანას შორის 126-ე ადგილი დაიკავა. შესაბამისი ანგარიში გაერო-ს “მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელმა” გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით საქართველო ბედნიერების ინდექსის მიხედვით დაწინაურდა და პოზიცია 4 პუნქტით გაიუმჯობესა.

2016 წლის ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ დანიაა. ამ მხრივ მეორე ადგილი შვეიცარიამ დაიკავა. ხუთეულში ასევე შევიდნენ ისლანდია, ნორვეგია და ფინეთი. ათეულში კი კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. რაც შეეხება აშშ-ს, იგი მე-13 პოზიციას იკავებს წელს, გერმანია კი მე-16-ს.

0
0
(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები