‘ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს,’- სტუდენტების აქცია ქუთაისში

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ”წეროები” ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ერთად აქცია გამართა შემდეგი სახელწოდებით: ”ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს”. ორგანიზაციამ ამგვარად გამოხატა თავისი დამოკიდებულება დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა მიმართ. აქციაზე დაანონსდა კონცერტი,”წეროები” 21 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 16:00 საათზე გამართავენ. კონცერტი, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება, დაუნის სინდრომით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.
http://topnews.com.ge/news/6993
0
0
(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები