საერთოდ არ მინდოდა ამ სექსვაკხანალიაში არანაირი ფორმით ჩარევა,შალვა ნათელაშვილი

საერთოდ არ მინდოდა ამ სექსვაკხანალიაში არანაირი ფორმით ჩარევა, მაგრამ იმდენ იდიოტიზმს ვისმენ გული ვერ ითმენს და რა ვქნა. ძვირფასო პრეზიდენტო და სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებო და რა თქმა უნდა პოლიტიკოსებო მთლიანობაში, თქვენ არსებობთ არა იმისათვის რომ,ქვეყანა გადაგვიქციოთ პორნოფილმების სტუდიად შემდეგ კი იტრაბახოთ საკუთარი მრავალფეროვანი და შინაარსიანი სექსუალური მიღწევებით,არამედ ხალხს უნდა უქმნიდეთ ისეთ,სოციალური,ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ-პოლიტიკურ გარემოს რომ სწორედ ისინი ტკბებოდნენ მდიდარი სექსუალური ცხოვრებით და რაც მთავარია ამის შედეგად მრავლდებოდნენ,როგორც ბიბლიაშია ნათქვამი “ვითარცა იაკობი ” თუმცა მგლის თავზე სახარების კითხვას რა აზრი აქვს.მე გული მისკდება მხოლოდ იმაზე რომ ამდენი პრობლემა,გაჭირვება,შიმშილი,პიროვნული ტრაგედიები,კრიზისი,ქართული მიწების ოკუპაციათა გაგრძელება გადაფარულია პორნო სკანდალებითა და სექსგარჩევებით.უფალო გადმოგვხედე დროზე.

წერს შალვა ნათელაშვილი თავის facebook გვერდზე

0
0
(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები