ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის და მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის და მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვარლამ შარაშენიძ ესწრებოდა.

როგორც შეხვედრიდან გაირკვა, წელს ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვან საკითხს შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს ,ასევე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხი.

რაც შეეხება მუქედს, აქ პრობლემურ საკითხს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია,სკოლის მიმართულებით ცენტრალური გზის შეკეთება, საბავშვო ბაღის ინვენტარით მომარაგება, შიდა საუბნო გზებზე ბოგირების გამაგრება და გაბიონების მოწყობა წარმოადგენს.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებით დღეს აქ , ჩვენ არ ჩავერევით თქვენს არც ერთ გადაწყვეტილებაში, მხოლოდ სისრულეში მოვიყვანთ მათ “, განუცხადა შეხვედრის დასასრულს ავთანდილ ხელაძემ ადგილობრივებს.

ცნობისთვის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 10 მარტიდან განახლდება და ეტაპობრივად მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

წყარო: topnews.com.ge

0
0
(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები