ქუთაისელმა სტუდენტებმა თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად აქცია გამართეს

“ახალგაზრდა სოციალისტების” ორგანიზებით,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ათობით სტუდენტი შეიკრიბა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სოლიდარობის აქცია გამართეს.
შეკრებილმა ახალგაზრდებმა მათ პრობლემებზე ისაუბრეს და წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.

“თსუ-ს გამოვუცხადეთ სოლიდარობა, იმ საკითხებთან დაკავშირებით რაზეც რამდენიმე დღეა აქციას აწყობენ ეს ადამიანები. ჩვენც გვაქვს წერეთლის უნივერსიტეტში მსგავსი პრობლემები, სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ. ეს არის რეალური პრობლემები,რომელიც უნდა გადაიჭრეს მალე,რადგან თუ გვინდა,რომ სახელმწიფო წინ წავიდეს განათლების გარეშე ეს შეუძლებელია. ჩვენ ვთხოვთ ყველას შემოგვიერთნენ და დადგნენ ჩვენთან ერთად”,განაცხადა “ახალგაზრდა სოციალისტების” წევრმა საბა ხიდეშელმა

მსგავს აქციას “ახალგაზრდა სოციალისტები” ქუთაისელ სტუდენტებთან ერთად ორშაბათსაც გეგმავენ.

0
0
(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები