ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.

Pegasus-მა სტამბოლის მიმართულებით ფრენები, გასული წლის აპრილში დაიწყო და აღნიშნული რეისები სტამბოლის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდებოდა.

“პეგასუსის ცხელ ხაზზე დავრეკე და მითხრეს, რომ 26 მარტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ. მიზეზი არ განუმარტთავთ,”- განაცხადა დათო ბრეგაძემ.

topnews.com.ge ავიაკომპანია Pegasus-ს დაუაკავშირდა, კომპანიის ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ავიაკომპანია 26 მარტიდან, ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს, ის მგზავრებს კი, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, თბილისი-სტამბოლის რეისსზე გადაუცვლიან. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ რეისების საბოლოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული, დროებით შეწყვეტის მიზეზებს კი არ აკონკრეტებენ.

0
0
(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები