ხარაგაულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სასკოლო ნაკრებები გადასცეს

ა(ა)იპ ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ“ (დირექტორი გიორგი ატაშვილი) ხარაგაულში, საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ინიციატივით აღნიშულმა ორგანიზაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სასკოლო ნაკრებები გადასცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო.

11 მარტს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი პირადად გადასცეს.
რაც შეეხება, სასკოლო ნაკრებებს, მოსწავლეებს აღნიშნული პაკეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ პაატა გოგოლაძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ და ,,მოქალქეთა ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების _ “ორფან გრეინ ტრეინისა“ და „ლუთერანების მსოფლიო დახმარების” ფინანსური მხარდაჭერით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი” მადლიერებსა გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის გიორგი ატაშვილის მიმართ, იმ ქველმოქმედებისათვის, რაც ხარაგაულში განახორციელს.

ხარაგაულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი,  ტანსაცმელი და  სასკოლო ნაკრებები გადასცეს

 

0
0
(Visited 58 times, 1 visits today)

კომენტარები