ქუთაისში, ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცს, ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, რუსული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცს და ქვეითად მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა.

ველოსიპედით მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა, ქვეითად მოსიარულენი კი დაშავდნენ. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

topnews.com.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარზე გამომიძება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

 

topnews.com.ge

 

0
0
(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები